elhome.ge  უკვე გთავაზობთ, ახალ უნიკალურ სერვისს: მაღალ ძაბვაზე სამუშაოებს.

ჩვენი კომპანია დღითიდღე იზრდება, ცდილობს რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეხმაროს ელექტრო პრობლემის მოგვარებაში. გთავაზობთ 6 – 10 კვ ქსელის მოწესრიგებას, რომლითაც ძალიან ბევრ ადამიანს გავახარებთ.

ტრანსფორმატორი

მაღალ ძაბვაზე გთავაზობთ სხვადასხვა სერვისს:

1. ძალოვანი ტრანსფორმატორების პროფილაქტიკურ სამუშაოებს:

  • ტრანსფორმატორების გაზომვა-დიაგნოსტიკას.
  • იზოლატორების გაზომვას, გასუფთავებას, შეცვლას.
  • მაღალი ძაბვის მცველების შემოწმება-შეცვლას.
  • სატრანსფორმატორო და სასალტე გამთიშველების დარეგულირება, შეცვლა – შეკეთებას.
  • ტრანსფორმატორში ზეთის სინჯების აღებას, ზეთის დამატებას, ასევე ზეთის შეცვლას.
  • ტრანსფორმატორის დაბალ მხარეს კარადების მოწყობას.
  • მაღალი ძაბვის აღრიცხვის შემოწმებას, ასევე მრიცხველების მონტაჟს.

მაღალი ძაბვა

2. 6 -10 კვ ხაზების პროფილაქტიკური სამუშაოები:

  • გაწყვეტილი შლეიფის აღდგენა.
  • საჰაერო გამთიშველის შეცვლა.
  • საჰაერო გამთიშველის დარეგულირება.
  • იზოლატორების შემოწმება – შეცვლა.

6-10 კვ ძაბვა

ჩვენი გუნდი მზად არის მოგემსახუროთ ნებისმიერ დროს. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა თანამედროვე  ხელსაწყოები, რაც საშუალებას გვაძლევს პრობლემა რაც შეიძლება მოკლე დროში ვიპოვოთ და შემდეგ  მინიმალურ დროში მოხდეს აღნიშნული პრობლემის მოგვარება.

მოგვენდეთ ჩვენ და მიიღეთ საუკეთესო მომსახურება. გახსოვდეთ elhome.ge ყოველთვის ზრუნავს თავის მომხმარებლებზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here