ყველას უნდა, რომ სახლში კომფორტული, თანამედროვე და ელეგანტური სივრცეები ჰქონდეს. ისეთი ოთახები, რომლებიც მფლობელის გემოვნებას მაშინვე ხაზს გაუსვამს. რა თქმა უნდა, აბაზანის ინტერიერი სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით უნდა შეიქმნას. მნიშვნელოვანია, რომ მასალა როგორც ვიზუალურად, ისე ხარისხითაც გამოირჩეოდეს. წლების განმავლობაში მედეგობას სწორედ ეს უზრუნველყოფს.
კომფორტს მხოლოდ ერთი დეტალი არასოდეს ქმნის. აბაზანაში თითოეული ელემენტი ერთმანეთს უნდა ეხამებოდეს. ასეთი ბალანსის შედეგად ყალიბდება სივრცე, რომელიც ერთდროულად პრაქტიკული, გამძლე და ვიზუალურად მიმზიდველია.
მნიშვნელოვანია, რომ ამ ოთახში მაღალი ხარისხის, უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა და ტენისადმი მედეგი მასალები გამოიყენოთ. შეძენისას ყურადღება მიაქციეთ მწარმოებელ ბრენდსა და ქვეყანას.
გაითვალისწინეთ, რომ პრემიუმ ბრენდების პროდუქცია ყველგან ხელმისაწვდომი არ არის. საბედნიეროდ, საქართველოში არსებობს სივრცე, სადაც მათ შერჩევასა და შეძენას შეძლებთ.
კერამიკული ფილები – სივრცის მთავარი ვიზუალური აქცენტი
ფილა აბაზანის ერთ-ერთი მთავარი ვიზუალური ელემენტია, ის ყველაზე დიდ ზედაპირებს ფარავს. შესაბამისად, სივრცის ხასიათის ჩამოყალიბებაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
თანამედროვე კერამიკული ფილები მრავალფეროვანი დიზაინით გამოირჩევა. ისინი ბუნებრივი ქვის, ბეტონისა თუ მარმარილოს ვიზუალს რეალისტურად იმეორებენ. ეს კი საშუალებას გაძლევთ, აბაზანა თქვენი ინტერესებისა და გემოვნების მიხედვით მოაწყოთ.
მასალის არჩევისას მხოლოდ ვიზუალურ მხარეს ნუ გაითვალისწინებთ. თანაბრად მნიშვნელოვანია ხარისხი და გამძლეობა. აბაზანისთვის უნდა შეარჩიოთ ფილა, რომელიც მუდმივ ტენიანობას უპრობლემოდ გაუძლებს. საუკეთესო არჩევანი ხარისხიანი კერამოგრანიტია. ის წყალს არ იწოვს, არ ლაქავდება, ტენიანობის ზემოქმედებით არ ზიანდება და პირვანდელ იერს წლების განმავლობაში ინარჩუნებს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია უსაფრთხოებაც. სასურველია ისეთი ფილა შეარჩიოთ, რომელსაც მოცურების საწინააღმდეგო ზედაპირი აქვს. ეს დაცემის რისკს ამცირებს.
ხარისხიანი საღებავის მნიშვნელობა ტენიან სივრცეში
სწორად შერჩეული ტონები სივრცეს სიმყუდროვეს, სინათლესა და ჰარმონიას მატებს, თუმცა საბოლოო შედეგს თავად საღებავის ხარისხი განსაზღვრავს.
აბაზანისთვის ისეთი კედლის საღებავები უნდა აარჩიოთ, რომელიც ორთქლის მიმართ მდგრადი იქნება და მაღალი ტენიანობის პირობებში არ გაუჭდება.
ასევე მნიშვნელოვანია ეკოლოგიური შემადგენლობა. პრემიუმ ბრენდების კედლის საღებავები მზადდება წყლის ბაზაზე და არ შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც ჰაერის ხარისხზე უარყოფითად აისახება. მათ აქვთ A+ კლასის სერტიფიკატი, რომელიც მიუთითებს, რომ პროდუქტი მავნე ნივთიერებებს არ გამოყოფს.
კლიმატი, რომელსაც საშრობი რადიატორები აყალიბებს
რა თქმა უნდა, სილამაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ აბაზანაში კომფორტული ატმოსფეროს შესაქმნელად ბევრად მეტია საჭირო. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია სითბოს სწორად გადანაწილება.
საშრობი რადიატორი ეფექტურად ამცირებს ტენიანობას, აჩქარებს პირსახოცების გაშრობას და ოთახში ჯანსაღ მიკროკლიმატს აყალიბებს. პრემიუმ ბრენდების თანამედროვე რადიატორები მხოლოდ სითბოს წყაროდ არ გამოიყენება. ბევრ მათგანს იმდენად გამორჩეული დიზაინი აქვს, ალბათ ვერც კი იფიქრებდით, რომ რადიატორია.
ხარისხიანი მასალა თანაბრად ანაწილებს სითბოს, გამოირჩევა გამძლე კონსტრუქციით და მინიმალურ მოვლას საჭიროებს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, სხვადასხვა კოლექციის ფერებისა და ფორმების მრავალფეროვნება. ამის წყალობით, ისეთი რადიატორის შერჩევა შეგიძლიათ, რომელიც თქვენს გემოვნებასა და სტილს შეესაბამება.
თანამედროვე საშრობი რადიატორები ისე იქმნება, რომ მათი გაწმენდა მარტივი იყოს და პროდუქტის ვიზუალური იერსახე წლების განმავლობაში შენარჩუნდეს.
მარტივი მოვლა და პრაქტიკულობა
როდესაც რემონტზე ვფიქრობთ, ხშირად გვავიწყდება, თუ რამდენ დროს მოითხოვს სივრცეში სისუფთავის შენარჩუნება. აბაზანის ინტერიერი ისე უნდა შეიქმნას, რომ მისი მოვლა მინიმალურ ძალისხმევას მოითხოვდეს და დამატებითი ტვირთი არ გახდეს.
მაღალი ხარისხის მასალები მარტივად არ ლაქავდება, მათზე არც ჭუჭყი და ნადები გროვდება. ასეთი მასალების მოსავლელად აგრესიული ქიმიური საშუალებები არ გამოიყენება. მათი გაწმენდა ჩვეულებრივი, ნესტიანი ქსოვილითაც მარტივად არის შესაძლებელი. ეს კი მნიშვნელოვნად ზოგავს დროსა და ენერგიას.
გარდა ამისა, მარტივად მოსავლელი ზედაპირები პირვანდელ ეფექტსა და სისუფთავეს წლების განმავლობაში ინარჩუნებს.
აბაზანის ინტერიერი თქვენს ყველა მოლოოდინს მაშინ გაამართლებს, თუ პრემიუმ ბრენდების მასალებს გამოიყენებთ. ეს პროდუქცია იმედგაცრუებულს არასოდეს დაგტოვებთ.
აბაზანის ინტერიერი, რომელიც ყოველდღიურობას უფრო კომფორტულს ხდის
აბაზანის მოწყობისას გადაწყვეტილებებს წლების პერსპექტივით ვიღებთ. ამიტომ არჩევანი მხოლოდ პირველად ვიზუალურ შთაბეჭდილებას არ უნდა ეფუძნებოდეს. ხარისხიანი კერამოგრანიტი, ორთქლისა და ნაკაწრებისადმი მედეგი საღებავი და პრემიუმ ბრენდების საშრობი რადიატორი წლების შემდეგაც ისეთივე ეფექტურობით უნდა გვემსახურებოდეს, როგორც პირველ დღეს.
როდესაც მასალები გამძლეობით, ეკოლოგიურობითა და პრაქტიკულობით გამოირჩევა, რემონტი უბრალო ხარჯიდან გონივრულ ინვესტიციად იქცევა. სწორედ ასეთი გააზრებული მიდგომა უზრუნველყოფს, რომ აბაზანამ დიდხანს შეინარჩუნოს პირვანდელი იერსახე და მარტივად მოსავლელი იყოს. მსგავს სივრცეში კი კომფორტის განცდა გვეუფლება და სიმშვიდის პოვნაც ბევრად უფრო მარტივია.






